|
2016-03-24 16:00:52, 589 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ ხადურმა ბელგიელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, ბელგიაში მომხდარი ტრაგედიის გამო, ბელგიელ ხალხს მიუსამძიმრა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. მინისტრმა მწუხარება გამოთქვა ბრუსელში განხორციელებული შემზარავი ტერორისტული აქტების გამო. "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბრიუსელში მომხდარი საშინელი ტერორისტული აქტების დროს დაღუპული ადამიანების გარდაცვალების გამო, ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახების, ბელგიელი ხალხის და მთელი ცივილიზებული სამყაროს მწუხარებას. ტერორიზმი თანამედროვეობის უდიდესი გამოწვევაა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა ყველა სახელმწიფოს და მთელი სამყაროს ვალია. ერთად დგომით შესაძლებელია ამ გამოწვევის დამარცხება. იმედი მაქვს, რომ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები, თანამედროვე საზოგადოება ყველაფერს გააკეთებს მასთან საბრძოლველად",- ნათქვამია მინისტრის სამძიმრის ჩანაწერში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)