|
2025-10-20 00:02:53, 1236 ნახვა
სამართალი
მოსამართლემ ვახო სანაიას 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა
sთბილისის საქალაქო სასამართლომ ფორმულას ჟურნალისტ ვახო სანაიას, 18 ოქტომბრის აქციაზე გზის გადაკეტვის საბაბით, 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მანუჩარ ცაცუამ მიიღო. სასამართლო დარბაზში ფორმულას ჟურნალისტმა განაცხადა, რომ იგი არ ცნობს "ოცნების" მიერ პროტესტის შემზღუდველ კანონებს, ხოლო რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებს "ბუნებრივი" პროცესი უწოდა. "არანირი ხელოვნური გადაკეტვა არ ყოფილა, ესაა პროტესტის გამოხატვა და რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავს. ეს არ არის გზის ხელოვნური გადაკეტვა, ისინი [პოლიცია] ეყრდნობიან რაღაცა კანონს, რასაც მე არ ვცნობ და ეს კანონია თავად უკანონო. ეს არაა ხელოვნური გადაკეტვა, ესაა ყველაზე ბუნებრივი რამ, რაც კი ხდება რუსთაველზე დღეს... ეს კანონი არის უკანონო და გასაუქმებელი. ჩემთვის ცნობილია, რომ რუსთაველი უნდა გადაიკეტოს ყოველდღე. რამდენჯერაც მექნება შესაძლებლობა, იმდენჯერ გავალ რუსთაველზე", - განაცხადა სანაიამ სასამართლო პროცესზე. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 ოქტომბერს გზის გადაკეტვისთვის ან სახის დაფარვისთვის ციხეში 5 ადამიანი: ლარა ნაჭყებია, ნინო სვანიძე, საბა ხომერიკი, ლევან მარგიანი და გიორგი ყიასაშვილი გაუშვა. სასამართლო დარბაზიდან კი გაათავისუფლეს: თორნიკე თხილავა, ლაშა ჩხარტიშვილი, გელა გამყრელიძე, მანუჩარ მაჭავარიანი და მამუკა კუპრეიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)