22:27 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-24 14:41:58, 649 ნახვა

საზოგადოება
ვაკის გამგეობა თანადაფინანსებული პროექტების განხორციელებას აგრძელებს

ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე დღეს ბაგების I კორპუსთან იმყოფებოდა. გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში ცხრასართულიან კორპუსს რამდენიმე ტიპის სამუშაო ჩაუტარდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, გამოიცვალა და შეკეთდა დაზიანებული სახურავი.

მათივე ინფორმაციით, ასევე, ამოივსო კორპუსის კედლების ნაპრალები. მოსახლეობის თქმით, კედლებში არსებული ნაპრალების გამო საცხოვრებელ ბინებში მუდმივად სინესტე იყო. ამჟამად კორპუსის სამივე სადარბაზოში ლიფტების  სარემონტო სამუშაოები იწყება.

„ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა მართლაც იძლება შესაძლებლობას რეალურად გაუუმჯობესდეს მოსახლეობას  საცხოვრებელი პირობები. ამ კორპუსის სახურავი მთლიანად გამოვცვალეთ, რადგან წვიმის დროს წყალი ჩადიოდა ბინებში, ახლა უკვე ლიფტების, რომლებიც საკმაოდ მოძველებული იყო, კაპიტალური შეკეთება იწყება,“ -აცხადებს ნოდარ ტურძელაძე.

ამ დროისთვის, ვაკის რაიონში, ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები 130  მისამართზე მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics