|
2016-03-24 13:52:16, 622 ნახვა
საზოგადოება
ბარათაშვილის ხიდის ქვეშ მოძრაობის გადაკეტვის გამო ავტობუსების მარშრუტები იცვლება
ბარათაშვილის ხიდის ქვეშ მიმდინარე სამუშაოების გამო, დროებით იზღუდება ავტომობილების მოძრაობა იზღუდება. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შესაბამისად იცვლება იმ მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები, რომლებიც გაივლიან აღნიშნულ მონაკვეთს. მათივე ინფორმაციით, კერძოდ: № 31, 44, 50, 55, 71, 80, 102 - იმოძრავებენ მარჯვენა სანაპირო - მშრალი ხიდი - ათონელის ქ. - ვირსალაძის ქ. - ბარათაშვილის ქ. № 59 - ბარათაშვილის ხიდი (აღმართი) - ავლაბრის მოედანი - ბარათაშვილის აღმართი. ცნობისთვის, შეგახსენებთ, რომ მარცხენა სანაპიროზე (ბარათაშვილის ხიდის ქვეშ) მიმდინარეობს სამუშაოები, რომლის ფარგლებში, უნდა დადაბლდეს ასფალტის არსებული საფარი, რათა გაიზარდოს სიმაღლე ხიდსა და საავტომობილო გზას შორის და მაღალი ტვირთამწეობის მანქანებმა არ დააზიანონ ხიდის ძირითადი კონსტრუქცია. სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)