|
2025-10-07 00:32:19, 1675 ნახვა
სამართალი
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, სასჯელის ამოწურვის შემდეგ საპატიმრო დატოვეს
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულმა თენგიზ ბარბაქაძემ, მორაგბე ნიკოლოზ ჟვანიამ, ნიკოლოზ ცუცქირიძემ, ძიუდოისტმა გიგა ტატიაშვილმა და ირაკლი მუმლაძემ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მსჯავრდებულების ადვოკატებმაც დაუდასტურეს. მსჯავრდებულები ციხიდან მას შემდეგ გათავისუფლდნენ, რაც 5-5 წლით მისჯილი სასჯელი სრულად ამოწურეს. ცნობისთვის, 19 წლის გიორგი შაქარაშვილი 2020 წლის 19 ივნისს გაუჩინარდა, ის 4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით საერთო ჯამში 17 პირი იყო დაკავებული. მათგან 5 პირი გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის არის გასამართლებული, მათგან სამ სრულწლოვანს - არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და ვახტანგ ჩიქოვანს სასამართლომ 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, დანაშაულის ჩადენის დროს ორ არასრულწლოვანს კი 10 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ბრალდებულების ნაწილი ჯგუფური ძალადობისა და მასში მონაწილეობისთვის, ასევე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის გასამართლდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)