|
2025-09-25 15:54:55, 1278 ნახვა
სამართალი
პირი რომელმაც თბილისში ტყვეები აიყვანა დაკავებულია
პირი, რომელიც Holiday Inn-ში მოქალაქეს, სავარაუდოდ, იარაღით ემუქრებოდა, დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში, შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ნომრიდან სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა გაისმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირება მოახდინეს და შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ შესაბამისი დანაყოფები, მათ შორის საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. ადგილზე მისვლისას დადგინდა, რომ აღნიშნული სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში ჩაკეტილი იყო ერთი პირი, რომელიც სასტუმროს პერსონალს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. სამართალდამცველების მიერ აღნიშნული პირი დაკავებულია შემთხვევის ადგილზევე. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და მუქარას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)