|
2025-09-16 08:24:40, 2761 ნახვა
სამართალი
გიორგი ბაჩიაშვილის დედა - გიორგიზე ზეწოლა გრძელდება
„გიორგიზე ზეწოლა გრძელდება“, — ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილის დედამ, მარინა რამაზაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ადვოკატები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელის შეტანისთვის ემზადებიან. „შემდეგი ჩვენი ეტაპი სტრასბურგია. გიორგი ივანიშვილის პირადი ტყვე და პატიმარია. ადვოკატები უკვე ამზადებენ სარჩელს. ეს ჩვენი ამოცანაა“, — განაცხადა რამაზაშვილმა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც „The Guardian-ის“ სტატია გამოქვეყნდა, იმავე დღეს მისი ქონება დააყადაღეს. „არ ვიცი, ქონება „The Guardian-ის“ გამო დამიყადაღეს თუ ეს ადრე იყო განსაზღვრული. საქმე ის არის, რომ როგორც კი ქონების დაყადაღების ამბავი გავიგე (ამერიკაში ვარ და დროის ცდომილების გამო გვიან შევიტყვე), მაშინვე დამიკავშირდა „The Guardian-ის“ კორესპონდენტი და მეორე დღესვე დაწერეს საპასუხო სტატია. გიორგიზე საოცარი ზეწოლა გრძელდება, რადგან ის, მგონი, ერთადერთი პატიმარია საქართველოში, რომელსაც მშობლებთან და ახლობლებთან დარეკვის, მიწერის და ნახვის უფლება არ აქვს“, — აღნიშნა მარინა რამაზაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)