|
2025-09-15 14:01:25, 2855 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის 42 პირს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ფაქტებზე, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჩადენილი დანაშაულისთვის, 42 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები უკანონოდ ყიდულობდნენ და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთა რეალიზაციასაც შემდეგ ახორციელებდნენ. ნარკოტიკულ ნივთიერებებს ისინი სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ. სამართალდამცველებმა ამოიღეს: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ალფა პვპ“, „ბუპრენორფინი“, „სუბოქსინი“, „მეტადონი“, „კეტამინი“, „მეფედრონი“, „მდმა“, „მარიხუანა“ და სხვა. ბრალდებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით წარედგინათ . დანაშაული სასჯელის სახით და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს . პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულების ნაწილს უკვე შეუფარდა პატიმრობა, ხოლო დანარჩენების მიმართ აღკვეთის ღონისძიებას კანონით დადგენილ ვადაში განიხილავს. „საქართველოს პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)