|
2016-03-23 09:26:56, 704 ნახვა
საზოგადოება
„მოსწავლეთა პროექტების კონფერენციის“ გამარჯვებული კადეტი გრიგოლ ვერულაშვილი გახდა
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის I კურსის კადეტი გრიგოლ ვერულაშვილი „მოსწავლეთა პროექტების კონფერენციის“ გამარჯვებულია. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მან კონფერენციაზე საზოგადოებრივი პროექტების სექციაში ინგლისურ ენაზე წარადგინა პროექტი „საქართველო – ევროპული ოჯახის წევრი" და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. ქართველი კადეტი სერთიფიკატით, წიგნებით და TOEFL-ის ტესტისთვის მოსამზადებელი 3 თვიანი კურსით დაჯილდოვდა. „მოსწავლეთა პროექტების კონფერენცია“ მიზნად ისახავს თავი მოუყაროს კავკასიის რეგიონში მცხოვრებ ნორჩ მკვლევარებს, მისცეს მათ საშუალება ფართო აუდიტორიას გაუზიარონ თავიანთი კვლევები და პროექტები. კონფერენცია მონაწილე მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გაიცნობენ ნიჭიერი და შემოქმედი თანატოლები. კონფერენციის მზადებისას საორგანიზაციო კომიტეტი საქართველოსა და აზერბაიჯანის 20 სხვადასხვა სკოლიდან შემოსულ 70 პროექტს გაეცნო. ხუთი სხვადასხვა სექციის კომისიის წევრებმა შერჩეული 44 პროექტი მოისმინეს და მათ შორის 16 საუკეთესო გამოავლინეს. კონფერენცია „ევროპულ სკოლაში“ ამავე სკოლის, საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB), ამერიკული High School-ის, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“, ბრიტანეთის საბჭოს, ამერიკული საბჭოების, “English Book in Georgia“-ისა და „დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის“ ორგანიზებით ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)