|
2016-03-23 09:18:54, 626 ნახვა
საზოგადოება
არჩილ ხაბაძე ჩაქვში ახალგაზრდულ ფორუმს დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში" ფორუმს „რეგიონის განვითარება და ახალგაზრდობის როლი" დაესწრო, რომელიც აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ იყო ორგანიზებული. ფორუმს ასევე ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმი „რეგიონის განვითარება და ახალგაზრდობის როლი" ყოველწლიურად ტარდება და მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მიერ რეგიონის პრობლემების დასახვის, განხილვის თუ მათი მოგვარების საქმეში. სიტყვით მიმართვის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარემ სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა: „მინდა გამოვხატო ჩემი კეთილგანწყობა თქვენდამი და აღვნიშნო, რომ მთავრობის სათავეში ყოფნის დღიდან არ მახსენდება არც ერთი საინტერესო პროექტი თუ ინიციატივა, რომელიც რეგიონის ახალგაზრდებს, მათ განვითარებასა და წინსვლას უკავშირდებოდა და ჩემგან მხარდაჭერილი არ ყოფილიყო. თქვენ ხართ სრულიად ახალი თაობა, შეიძლება ითქვას - თაობა, რომელმაც მართლაც განმსაზღვრელი როლი უნდა ითაშოს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რეგიონის მომავლის საქმეში. ვფიქრობ, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა რეგიონის განვითარების საქმეში, ეს მოვალეობასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაცაა. ამიტომაც სწორედ თქვენს მოტივაციაზე, ენთუზიაზმზე, მოხალისეობაზეა ბევრი რამ არის დამოკიდებული", - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)