|
2025-09-08 10:16:15, 1172 ნახვა
მსოფლიო
სტამბულში ერდოღანის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებმა იფეთქა
სტამბოლში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც პოლიციამ ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის შტაბ-ბინა დაბლოკა. ოპოზიციამ სიტუაციას „ალყა“ უწოდა და ხელისუფლება პოლიტიკურ გადატრიალებაში დაადანაშაულა - CHP-ის ხელმძღვანელობა თანამდებობიდან გადააყენეს, ხოლო პარტიის მართვა დროებით საბჭოს გადაეცა. დემონსტრანტები ქუჩებში ერდოღანის გადაწყვეტილებების წინააღმდეგ გამოვიდნენ და ისინი რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული მთავარი ძალის განადგურების მცდელობად მიიჩნიეს. CHP-ის სტამბოლის ფილიალის ხელმძღვანელობის თანამდებობიდან გადაყენება პირდაპირ კავშირშია სტამბოლის ყოფილი მერის, ეკრემ იმამოღლუს საქმესთან. ის მაისში დააკავეს კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით. იმამოღლუ 2028 წლის არჩევნებში ერდოღანის მთავარ მეტოქედ ითვლებოდა, ამიტომ თურქეთში მისი საქმე კონკურენტის პოლიტიკურად მოტივირებულ აღმოფხვრად აღიქმება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)