|
2025-09-03 20:23:42, 2421 ნახვა
საზოგადოება
სამოქალაქო აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილს ოცნების მხარდამჭერი ბექა გოცირიძე ფიზიკურად გაუსწორდა
გავრცელებული ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილს ოცნების მხარდამჭერი ბექა გოცირიძე ფიზიკურად გაუსწორდა - ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი გიორგი მოსიაშვილი ავრცელებს. შემთხვევა, სავარაუდოდ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მოხდა, იქ, სადაც აქტივისტები აქციის გასამართად იკრიბებიან გოცირიძე ხმაურიან საქმეში მონაწილეობს რომელიც 1 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს ეხება. როგორც აქტივისტები ყვებიან, ბექა გოცირიძე მომიტინგეებთან შევარდა და პროვოკაციის მოწყობა სცადა, რის შემდეგაც მას ჯიბიდან დანა გადმოუვარდა. მაშინ პოლიციამ გოცირიძე მხოლოდ ტერიტორიას განარიდა. აღსანიშნავია, რუსთველზე მომხდარი ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ბექა გოცირიძემ "ტიკ ტოკის" აუდიტორიას უთხრა, რომ ჩხუბში მოყვა, მაგრამ ევროპული მომავლის მცველებმა მისი ცემაც კი ვერ მოახერხეს. თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს გამოძიება ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერზე, ყოფილ ფეხბურთზელზე, ბექა გოცირიძეზე თავდასხმას ედავება. თორნიკე თოშხუამ შიმშილობა დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)