15:48 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-02 16:26:39, 578 ნახვა

პოლიტიკა
ძლიერი საქართველო - ივანიშვილის მსახურმა სასამართლომ დღეს კიდევ ერთხელ დაგვანახა სისტემის მორჩილება რუსული რეჟიმის მიმართ

ივანიშვილის მსახურმა სასამართლომ დღეს კიდევ ერთხელ დაგვანახა სისტემის მორჩილება რუსული რეჟიმის მიმართ და სინდისის პატიმრებს პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა. - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

მათივე განცხადებით, „ძლიერი საქართველო- ლელოს“ წევრების, ვეფხია კასრაძის და ვასილ კაძელაშვილის საქმეზე სასამართლოს დღეს უკან დახევა მოუწია და ბრალის აბსურდულობის გამო იძულებული გახდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდება გადაეკვალიფიცირებინა, თუმცა 2 წლით და 6 თვით ისინი მაინც პატიმრობაში გაუშვა.

დღეს გამოცხადებული განაჩენით დადასტურდა, რომ არანაირ ჯგუფურ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია და ის ბრალი რაც სასამართლომ დაადგინა, ასეთივე აბსურდულია, რაც კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ სინდისის პატიმრების მიმართ რეჟიმი პოლიტიკურ რეპრესიებს ახორციელებს.

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ პოლიტიკური გუნდი აგრძელებს ბრძოლას სინდისის პატიმრების გასათავისუფლებლად მათ შორის საერთაშორისო ველზე, რომ ეს რეჟიმი იყოს ბოლომდე არაღიარებული და დელეგიტიმირებული.

ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, სანამ ყველა უკანონო პატიმარი არ გათავისუფლდება და ეს რეჟიმი არ დასრულდება!

პირობას ვდებთ, რომ ვინც ამ უსამართლობაში მიიღო მონაწილეობა, ძალოვანი იქნება ის, თუ მოსამართლე, თავად მიეცემა სამართლებრივ პასუხისგებაში! - წერია "ძლიერი საქართველოს" განცხადებაში.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა  სინდისის პატიმრებს ზვიად ცეცხლაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ვეფხია კასრაძეს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს 2 წლით პატიმრობა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics