|
2016-03-22 17:54:22, 600 ნახვა
საზოგადოება
მუხიანში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს
გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ქეთევან ჯოხაძემ, მუხიანის დასახლებაში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათავლიერეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მუხიანის II მ/რ-ის მე-12 და IV მ/რ-ის 39-ე კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედნების რეაბილიტაცია განხორციელდა, სამუშაოების ფარგლებში, ძველი მავთულბადეები შეიცვალა ახლით, დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი, დამონტაჟდა კალათბურთის ფარი და ფეხბურთის კარი. მათივე ინფორმაციით, ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა IV მ/რ-ის მე-17 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის შიდა კვარტალურ გზას. გლდანის გამგებელი და რაიონის დეპუტატი სხვა მიმდინარე სამუშაოებთან ერთად, ლაგურაშვილის ქუჩასა და IV-ა მ/რ N8 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერების მოწყობის სამუშაო პროცესსაც დაესწრნენ, ადგილობრივ მოსახლეობას შევხდენენ და მათ სამომავლოდ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს. ბესიკ ქარცივაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში მუხიანში დაიწყება ორმოული სამუშაოები, მოეწყობა რამდენიმე ათეული ეზო და სკვერი. ასევე, გაკეთდება ახალი სპორტული მოედნები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)