|
2025-08-30 11:10:01, 1510 ნახვა
კომენტარი
კალასი - ვხედავთ, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს
ვხედავთ, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ჟურნალისტებს კოპენჰაგენში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყების წინ განუცხადა. „დღეს განვიხილავთ, თუ დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია. ვხედავთ, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს, მიუხედავად დიდი დიპლომატიური ძალისხმევისა, რომ ზელენსკი და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ. ასევე, აღნიშნულთან დაკავშირებით გაყინული აქტივების საკითხსაც სიღრმისეულად განვიხილავთ. გარკვეული დადებითი და უარყოფითი მხარეები არსებობს და ამის შესახებ დებატები ნამდვილად გვჭირდება. ვერ წარმოვიდგენთ იმას, რომ ეს აქტივები, ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, კვლავ რუსეთს დაუბრუნდეს, თუ ის რეპარაციებს არ გადაიხდის“, - განაცხადა კაია კალასმა. კაია კალასის ცნობით, დღევანდელ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრები ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ. „რა თქმა უნდა, ღაზაში არსებულ ჰუმანიტარულ სიტუაციას განვიხილავთ და იმას, თუ დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია. სამწუხაროდ, სიტუაცია არ გაუმჯობესებულა და ეს კვლავ პრობლემად რჩება“, - აღნიშნა კაია კალასმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)