|
2025-08-24 12:31:05, 1056 ნახვა
სამართალი
დაკავეს ორი პირი, რომლებმაც მოქალაქეს ჩასაფრება მოუწყვეს სცემეს და დაჭრეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ა.ბ. და წარსულში ნასამართლევი 1969 წელს დაბადებული პ.ე. დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წარსულში არსებული კონფლიქტის გამო თეთრიწყაროში, ერთ-ერთი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ანგარიშსწორების მიზნით, 1982 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ზე ორგანიზებულად, ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენეს, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალნენ. დაჭრილი მამაკაცი მოთავსებულია კლინიკაში. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)