|
2016-03-22 15:35:53, 577 ნახვა
საზოგადოება
აზერბაიჯანელ მსჯავრდებულებს ბაირამობასთან დაკავშირებით საჩუქრები გადაეცათ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად მიხანაშვილი დღეს N8 დაწესებულებას ესტუმრა, სადაც აზერბაიჯანელ მსჯავრდებულებს ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული მიულოცა და საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, აზერ თოფიქ ოღლუ ჰუსეინის სახელით საჩუქრები გადასცა. „ნორვუზ-ბაირამი ახალი წლის მოსვლასთან და გაზაფხულთან ასოცირდება. მინდა ყველას მივულოცო საქართველოში ნოვრუზ-ბაირამობა და დავარწმუნო, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ხელს შეუწყობს პენიტენციურ დაწესებულებებში სათანადოდ აღინიშნოს მსგავსი დღესასწაულები“, -განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა. აღნიშნული ღონისძიება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის და საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის აზერ თოფიქ ოღლუ ჰუსეინის შეხვედრაზე დაიგეგმა, რომელიც სამინისტროში რამდენიმე დღის წინ შედგა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი აზერბაიჯანის მოქალაქეების მონახულების შესაძლებლობაზე და ბაირამობის დღესასწაულზე დაწესებულებებში ტკბილეულობის შეტანის საკითხებზეც ისაუბრეს. მინისტრის განცხადებით, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქეებს, ისევე, როგორც ყველა მუსლიმს და სხვა აღმსარებლობის მქონე მსჯავრდებულებს, დღესასწაულების აღნიშვნისა და რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის შესაძლებლობა შეუზღუდავად ეძლევათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)