10:17 - 23 May, 2026
|
2025-08-23 11:19:47, 1547 ნახვა
სამართალი
ქმრის მკვლელობის ბრალდებით 25 წლის ქალი დააკავეს
სამართალდამცველებმა ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი, 2000 წელს დაბადებული თ.გ. დააკავეს. მას 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს - 2003 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო" - აცხადებს შსს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)