|
2025-08-22 14:11:39, 1584 ნახვა
სამართალი
კამერების დენის წყაროს დაზიანებისთვის არჩილ მუსელიანცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ, პარლამენტის შენობის წინ ბოძზე დამაგრებული კამერების დენის წყაროს მიზანმიმართულად დაზიანებისა და ცეცხლის წაკიდებისთვის ბრალდებული არჩილ მუსელიანცი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო. მისი განმარტებით, მოცემული მუხლი ითვალისწინებდა 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მაგრამ რადგან მუსელიანცი წარსულში ნასამართლევი იყო, ამის გათვალისწინებით მინიმუმ ვადას ერთი წელი დაუმატა და ბრალდებულს 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დღევანდელ პროცესზე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმა და სასამართლოს უთხრა, რომ მის წინააღმდეგ საქმეში ჩადებული ვიდეომტკიცებულება დამონტაჟებულია. ცნობისთვის, არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)