|
2025-08-21 13:25:07, 1211 ნახვა
სამართალი
სასამართლოში სინდისის პატიმრის ნინო დათაშვილის პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული აქტივისტის ნინო დათაშვილის პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა მოხდება. სინდისის პატიმრის ადვოკატის, თამარ გაბოძის განცხადებით, ისინი დღევანდელ პროცესზე სასამართლოს აცილების შუამდგომლობას დააყენებენ, ვინაიდან ბრალდების მხარის ყველა მოწმე, მათ შორის დაზარალებულად ცნობილი პირი არის სასამართლოს თანამშრომელი. წარვადგენთ დამატებით მოპოვებულ მტკიცებულებებს, რომლებიც წინა სასამართლო სხდომის მერე მოვიპოვეთ, ასევე მხარეები ვიტყვით შესავალ სიტყვებს და სავარაუდოდ შემდეგი პროცესიდან დაიწყება მოწმეების გამოკითხვა. ნინო დათაშვილი არის უდანაშაულო ადამიანი, რომელიც იმყოფება უკანონო პატიმრობაში. უკანონოა ყველა პატიმრობა, რომლის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს და თავად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდება, რომ ნინო დათაშვილი გახდა მანდატურის თანამშრომლების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. რაც შეეხება ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობას, მას ამ დრომდე უტარდება კვლევები," - განაცხადა ადვოკატმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)