|
2025-08-20 17:34:49, 1787 ნახვა
კომენტარი
დონალდ ტრამპი - ყირიმი ობამას დროს დაიპყრეს, ხოლო საქართველოს დიდი ნაწილი ბუშის დროს
„ყირიმი ობამას დროს წაიღეს, ხოლო საქართველოს უმეტესი ნაწილი ბუშის დროს წაიღეს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „მარკ ლევინის შოუს“ ეთერში. „ობამამ ყირიმი გასცა და ამაზე არავინ საუბრობს. მე რომ მეთქვა, ჩემი სახელი მომდევნო 20 წლის განმავლობაში ყველა გაზეთის პირველ გვერდებზე იქნებოდა. ამბობენ, რომ დონალდ ტრამპი პუტინთან მეგობრობს. მე მას ყირიმი არ მივეცი. ყირიმი უზარმაზარია. ვიტყოდი, რომ ტეხასის ზომისაა. ის ლამაზია და ობამას გამო დათმეს“, - თქვა დონალდ ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში რუსეთმა „არაფერი წაართვა“. „მათ ყირიმი ობამას დროს წაიღეს, ხოლო საქართველოს უმეტესი ნაწილი ბუშის დროს. მაგრამ ჩემს დროს არაფერი წაუღიათ. ვფიქრობ, რომ [რუსეთ-უკრაინის ომმა] მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანა. ეს აღარ განმეორდება. ნუ ღელავთ ამაზე. ვნახოთ, რა მოხდება და როგორ მოგვარდება ეს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)