|
2016-03-22 13:31:48, 1252 ნახვა
მსოფლიო
ბრიუსელის აეროპრტში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ISIS-იმ აიღო
ბრიუსელის აეროპორტში აფეთქებებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ბრიუსელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. ISIS-ის მეტრო სადგურში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არ აუღია. აღსანიშნავია, რომ ევროკომისია თანამშრომლებს მიმართავს, სახლში დარჩნენ და საზოგადოების თავშეყრის ადგილებისგან თავი შეიკავონ. ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით, ბრიუსელში კერძოდ კი მაელბეკის მეტრო სადგურზე 13 ადამიანია გარდაცვლილი. ცნობისთვის ბრიუსელში 4 ტერორისტული აქტი განხორციელდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მეტროში მომხდარ აფეთქებას 13 ადამიანი ემსხვერპლა. იქამდე ორი აფეთქება ბრიუსელის აეროპორტში განხორციელდა. დასავლური მედიის ცნობით, აეროპორტში მომხდარი აფეთქებისას მსხვერპლთა რაოდენობა ამ დროისთვის 23-ია. დაშავებულთა რაოდენობა კი 35-ს აჭარბებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)