|
2025-08-19 11:24:02, 1400 ნახვა
საზოგადოება
თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
თიბისიში სჯერათ, რომ საკუთარი თავის რწმენა ადამიანს შეუძლებელს შეაძლებინებს, თუმცა, ამ გზაზე ხშირად გვჭირდება სხვა ადამიანი, რომელიც საკუთარ ძალებში დაგვარწმუნებს. ზოგჯერ სულაც ერთი გამამხნევებელი მზერა ან ხმამაღლა ნათქვამი სიტყვაა საჭირო, რომ საკუთარ თავში აღმოაჩინო ის ძალა, რომელიც თავდაჯერებულობას შეგმატებს და მტკიცე ნაბიჯების გადადგმაში დაგეხმარება. როცა შენი სჯერათ - შენს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, გულშემატკივრებს და ზოგჯერ კი, სრულიად უცხო ადამიანებს - ეს გაძლევს რწმენას, რომ ყველაფერი გამოგივა მთავარია გჯეროდეს! თიბისიმ, ვიდეო რგოლში ადამიანების რეალურ გამოცდილებებზე დაყრდნობით, ისეთი ცხოვრებისეული შთაბეჭდილებები შეკრიბა და აღბეჭდა, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს გამოუცდია. ეს ის გარდამტეხი მომენტებია, როდესაც სხვების მხარდაჭერა და რწმენა უდიდეს როლს თამაშობს - იქნება ეს საეტაპო გამოცდილება, როგორიც ეროვნული გამოცდები და სტუდენტობისათვის მზადებაა, ისეთი ამაღელვებელი, როგორიც დიდ სცენაზე პირველი გამოსვლა, თუ ისეთი ტრივიალური, როგორიც თასმის შეკვრა. სწორედ მსგავსი მარტივი ჭეშმარიტებების გამოცდაა, ის, რაც ადამიანს შეუძლებელსაც შეაძლებინებს. ნებისმიერ სირთულეს და გამოწვევას გადალახავ - მთავარია გჯეროდეს და სჯეროდეთ შენი, რადგან დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია, ვინ დგას შენს გვერდით. ამასთანავე, გახსოვდეს, რომ არ არსებობს არაფერი, რაც არ გამოვა და რომ ამ რწმენით ნაკარნახევი ყველა წამოწყების დასასრული გამარჯვებაა.
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.
თბილისში მამაკაცი დანით მოკლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
წელს მეორედ, პუტინმა უკრაინაში ომის ასობით ათასი მსხვერპლი „არა ფუჭად“ მოიხსენია
„გამარჯობა, გრენლანდია!“: ტრამპი კუნძულის შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)