|
2025-08-16 20:39:32, 3375 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უარი თქვა პუტინის მოთხოვნაზე დონბასის სრულად დათმობის შესახებ, – Reuters.
საინფორმაციო სააგენტო Reuters. ცნობით, ალასკაზე გამართულ სამიტზე რუსეთის დიქტატორი პუტინი დაჟინებით მოითხოვდა, რომ უკრაინამ რუსეთს დაუთმოს მთელი დონბასი. წყაროების ინფორმაციით, ეს მოთხოვნა დონალდ ტრამპმა პირადად გადასცა ზელენსკის, შეთავაზებით, რომ ფრონტის ხაზი შეიძლება გაყინულიყო ასეთ პირობებში. ზელენსკიმ კატეგორიულად უარყო წინადადება. სააგენტოსვე განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა პუტინთან შეხვედრისთვის, თუმცა წარადგინა მკაცრი უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნა. ევროპელმა ლიდერებმა მხარი დაუჭირეს უკრაინას და განაცხადეს, რომ გააძლიერებენ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. Reuters-ის შეფასებით, სამიტის შედეგი შეიძლება ასე შეჯამდეს: „1:0 პუტინის სასარგებლოდ“, რადგან ვერ მოხერხდა ვერც ზავის მიღწევა და ვერც საგრძნობი პროგრესი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)