|
2025-08-14 12:57:15, 2191 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი “სტრატეგიული დაგეგმარება და აღსრულება” გაიმართება
საქართველოს ბანკი, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული ინსტიტუტი, საგანმანათლებლო ვორკშოპების ორგანიზებას განაგრძობს. ამჯერად, პლატფორმა ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, 25 აგვისტოს, 17:00 საათზე, 4B სივრცეში (ალექსანდრე ყაზბეგის N15), ქალი მეწარმეებისთვის ინტერაქციული ვორკშოპი გაიმართება. შეხვედრაზე განხილული იქნება ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების სწორად დასახვა და მათი ეფექტიანი შესრულება. ვორკშოპს ალექსი გიჯაშვილი, AgileSchool-ის აღმასრულებელი დირექტორი გაუძღვება. შეხვედრაზე განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:
ვორკშოპი ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდება, რაც მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს, ჩაერთონ დისკუსიაში, დასვან კითხვები და სპიკერთან ერთად სხვადასხვა ბიზნესქეისი გააანალიზონ. ვორკშოპზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს. აღსანიშნავია, რომ ვორკშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)