18:45 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-11 11:58:36, 1752 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი - აუცილებლად დაბრუნდება ,,5’’, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ნომერი

“დემოკრატიის, პოლიტიკური პროცესის დაბრუნების შემდეგ, ბიულეტენში აუცილებლად დაბრუნდება ,,5’’, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ნომერი და მწამს იმის, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობა სწორედ ამ ნომერს შემოხაზავს.“ - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა

 “სანამ საქართველოში არჩევნები არის გაუქმებული და ამაზე გვაქვს ძალიან მკაფიო და მყარი პოზიცია, მანამდე საარჩევნო ნომერზე გამოკიდება არიან უბრალოდ არაადეკვატური. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: როდესაც დაბრუნდება დემოკრატია საქართველოში, როდესაც დაბრუნდება პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში, ბიულეტენში აუცილებლად დაბრუნდება ,,5’’, როგორც ნაციონალური მოძრაობის ნომერი და მწამს იმის, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობა სწორედ ამ ნომერს შემოხაზავს.

ეს პროცედურა ჩვენი იურისტების მიერ იქნა განხორციელებული, თუმცა გასაგები იყო თავიდანვე, რომ როგორც ყველა სხვა პროცედურა და სამართლებრივი ნორმა, ყველაფერი აბსოლუტურად არის ივანიშვილის ხოშზე დამოკიდებული და არა საქართველოს კანონმდებლობაზე ამ ქვეყანაში.

იგივე პრინციპით ივანიშვილის ბანდა აპირებს, რომ “სამართლებრივ” ნომერზე აკრძალოს “ნაციონალური მოძრაობა”.  ის, რომ ივანიშვილის უკანონო, არალეგიტიმური ბანდა რაღაცებს აკეთებს თავის “ხოშზე” ჩამოკიდებით და არა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ “ნაციონალურ მოძრაობად” ყოფნაზე, ,,5’’ ნომერზე, ჩვენს იდენტობაზე ვაპირებთ უარის თქმას.” - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics