|
2016-03-21 15:40:19, 577 ნახვა
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრმა მარნეულის მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა
"ჩვენო თანამოქალაქენო, გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს. გილოცავთ ახალი წლის დადგომას, გაზაფხულის შემოსვლას; გილოცავთ განახლების, სიყვარულის, სიხარულის დღესასწაულს. ნოვრუზ ბაირამნეზ მუბარეკ!"– პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მარნეულის მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული პირადად მიულოცა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმა სპეციალურად ამ დღისთვის მარნეულის ცენტრალურ ქუჩაში სახელდახელოდ მოწყობილი ეთნო კუთხე, ტრადიციული ტკბილეულის სუფრა, ნახატებისგამოფენა და სანახაობები დაათვალიერა. „ჩვენ ერთად ვაშენებთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი რამ საერთო, ის, რაც გვაერთიანებს. ეს არის ჩვენი საერთო სამშობლოს უკეთესი მომავლის შენება. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ გვყავს ამდენიპატრიოტი ჩვენს ქვეყანაში. დღეს ჩვენ ვნახეთ გაღიმებული სახეები, ამაღლებული განწყობა, მომავლის იმედი და ჩვენი ყველას ერთად მოვალეობაა, რომ ავაშენოთ უკეთესი ქვეყანა, უკეთესი მომავალი. ჩვენგვაქვს ერთი სამშობლო, ჩვენ გვაქვს ერთი აწმყო და ჩვენ ერთი ნათელი უკეთესი მომავალი უნდა ავაშენოთ. გილოცავთ! გისურვებთ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას", - განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)