|
2016-03-21 13:27:42, 1097 ნახვა
კომენტარი
აბაშიძე: იმის გამო, რომ არაფორმალური დიალოგია, შეიძლება პირადი სახის კომენტარებიც გაკეთდეს
პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, პრაღის ფორმატში მისი მანდატი ძალიან მკაფიოდ გაწერილია. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ფორმატი მოიცავს სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს, სატრანსპორტო კომუნიკაციებს, ჰუმანიტარულ პრობლემებს, თუმცა, მისივე განმარტებით, იმის გამო, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრა არაფორმალური დიალოგის ფორმატის ფარგლებში იმართება, შეიძლება პირადი სახის კომენტარებიც გაკეთდეს: „ყოველი წასვლის წინ მზადდება პრემიერის განკარგულება, სადაც ყველაფერი ეს აღნიშნულია. ეს გახლავთ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კომუნიკაციები, ჰუმანიტარული პრობლემები, მაგრამ იმის გამო, რომ ეს არის არაფორმალური დიალოგი, შეიძლება გაკეთდეს პირადი სახის კომენტარები და გამოითქვას მოსაზრებები, როგორც მე ამას ვაკეთებ ხოლმე საოკუპაციო ხაზზე, ან აფხაზეთ, ან ცხინვალის რეგიონში მომხდარ ამა თუ იმ ინციდენტთან დაკავშირებით“,-განაცხადა აბაშიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)