14:02 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-07 16:05:23, 1951 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ყოფილი მეთაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და მძიმეა - კლინიკა

პირველი უნივერსიტეტის კლინიკა აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და მძიმეა; ის რეანიმაციულ განყოფილებაშია და კონტროლირებად სასუნთქ აპარატზეა შეერთებული.

როგორც პირველი უნივერსიტეტის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ ტელეფონით „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ამ ეტაპზე რიჟვაძეს ოპერაცია არ სჭირდება.

„მას ამჟამად ოპერაცია არ სჭირდება. ის რეანიმაციულ განყოფილებაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

თორნიკე რიჟვაძე დღეს საგარეჯოს კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გადაიყვანეს. რიჟვაძის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდა ამისა, ამ საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსი ახვლედიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ის დააკავეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით - ცეცხლსასროლი იარაღის უყურადღებოდ შენახვისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შევარდნაძის დაცვის სამსახურის ყოფელ უფროსს პაპაშვილს ოცნება ყაზბეგში ორ ჰესს აშენებიებს
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე - დრო გადამწყვეტი ფაქტორია
ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივეს
EU-ის საელჩო ადასტურებს ფორმულას ინფორმაციას, რომ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics