01:05 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-04 09:02:55, 962 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - რადიკალური ოპოზიცია არის რადიკალურად დასუსტებული

რადიკალური ოპოზიცია არის რადიკალურად დასუსტებული და სწორედ ეს არის განხეთქილების მიზეზი პოლიტიკურ პარტიებს შორის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  განაცხადა.

კობახიძე იმუქრება რომ დაპირება იყო, მმართველი გუნდი  გაანეიტრალებდა მისი თქმით, რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს ქართულ პოლიტიკაში და ეს დაპირება უნდა შესრულდეს.

„ოპოზიციამ სინამდვილეში კარგად იცის, რომ ჩვენთვის სულ ერთია, ისინი მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. რაც შეეხება განხეთქილებას რადიკალური ოპოზიციის პარტიებს შორის, ამას აქვს ერთადერთი, კლასიკური მიზეზი - ეს არის სისუსტე. რადიკალური ოპოზიცია არის რადიკალურად დასუსტებული და სწორედ ეს არის განხეთქილების მიზეზი პოლიტიკურ პარტიებს შორის. თვითონ არ იციან, რა ქნან -  ვერც აქციებს აწყობენ, აქციებზე  ვერც კი გამოდიან სცენაზე. 2000 კაცი შეიკრიბა რამდენიმე დღის წინ რადიკალური ოპოზიციის მიერ და იქაც კი ვერ გაბედეს სცენაზე ასვლა. ეს არის ძალიან კარგი იმისათვის, რომ საბოლოოდ გაიწმინდოს ჩვენი დემოკრატიული სისტემა. თუ არ ჩამოშორდა ეს აბსოლუტურად რეპუტაცია გაცვეთილი ხალხი ქართულ პოლიტიკას, ჩვენთან სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგება. ამიტომ, სწორი მიმართულებით ვითარდება პროცესები. ჩვენი დაპირება იყო, პირადად ჩემი დაპირებაც, რომ ჩვენ გავანეიტრალებდით რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს ქართულ პოლიტიკაში და რა თქმა უნდა, ეს დაპირება უნდა შესრულდეს. ეს დაპირება თავისთავად არის პრინციპული მნიშვნელობის, იმისათვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა", - განაცხადა კობახიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics