|
2016-03-20 14:31:02, 782 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი: უვადო პატიმრობა მეტად მძიმეა, ვფიქრობ, პარლამენტმა ამ საკითხზე უნდა იფიქროს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე პარლამენტს უვადო პატიმრობის მუხლის შეცვლას სთხოვს. როგორ ილია მეორემ დღევანდელი ქადაგებისას ბრძანა, უვადო პატიმრებს ყოველგვარი იმედი დაკარგული აქვთ, რომ ოდესმე დაბრუნდებიან, დაუბრუნდებიან თავის ოჯახებს, სამშობლოსა და საქმეს. "უვადო პატიმრობა მძიმე ტვირთია, ეს მეტად მძიმეა და ვფიქრობ, რომ ჩვენმა პარლამენტმა უნდა იფიქროს ამაზე, რომ უვადო არაფერია, უვადო არაფერი არ არსებობს ფიზიკურ სამყაროში, უვადო მარტო ღმერთია",-ბრძანა უწმინდესმა. ილია მეორეს შეფასებით, თუ ესა თუ ის პატიმარი გამოსწორების გზაზე დადგა, შესაძლებელია, უვადო პატიმრობა შეუცვალო და გარკვეული ვადა დადგინდეს და მიეცეს მას იმედი, რომ ოდესმე ციხიდან გამოვა. " მქონდა შეხვედრა მათთან, ისინი ლოცულობენ, შრომობენ, ხატებს წერენ და ხეებზე კვეთენ. ალბათ, ჩვენი პარლამენტი, ხელისუფლება ამ ადამიანებს ყურადღებას მიაქცევს ,"-აღნიშნა ილია მეორემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)