|
2016-03-20 10:11:40, 566 ნახვა
საზოგადოება
პრემიერმა ქართველ მორაგბეებს გამარჯვება მიულოცა
„მეტი, ვიდრე სპორტი“ - ასე შეაფასა მატჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ქართველ მორაგბეებს, ნაკრების მწვრთნელსა და რაგბის გულშემატკივრებს გამარჯვება მიულოცა. „ეს იყო მართლაც გმირული თავგანწირვა, რომელმაც ძალიან დიდი წარმატება მოიტანა. მინდა, მივულოცო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, სპორტსმენებს, მათ მწვრთნელს და მინდა, მადლობა გადავუხადო ამხელა გმირობისა და თავდადებისთვის. ეს მარტო სპორტი აღარ არის, ეს არის ეროვნული სულისკვეთების გამოხატულება და ძალიან ამაყი ვარ დღევანდელი დღით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ერთა თასის 2016 წლის გამარჯვებულია. 38:9 - ამ ანგარიშით დაამარცხეს „ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები. ქართველმა მორაგბეებმა, ევროპის ერთა თასთან ერთად, ანთიმოზ ივერიელის თასიც მოიპოვეს, რომელიც, ტრადიციულად, საქართველო-რუმინეთის ნაკრებთა დაპირისპირებაში თამაშდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)