|
2025-06-30 14:30:20, 650 ნახვა
პოლიტიკა
საგამოძიებო კომისია თანახმაა, გიორგი გახარია 2 ივლისს, დისტანციურად გამოკითხოს
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას 2 ივლისს, დისტანციურად გამოკითხავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ამასთან, როგორც კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა აღნიშნა, გიორგი გახარიას ექნება ვალდებულება, „ჩართვისას ტექნიკური ნაწილი თავად უზრუნველყოს და სხდომის დასრულებამდე არ გათიშოს ჩართვა“. „არ ვეუბნებით ჩართვაზე უარს, მაგრამ კომისიის მოთხოვნაა, რომ 2 ივლისს მან უზრუნველყოს (ასეთია კომისიის მოთხოვნა), ტექნოლოგიურად და ლოჯისტიკურად ჩართვისთვის ნორმალური პირობები მისი მხრიდან, როგორც ამას ვაკეთებთ ჩვენ და ხელი შეუწყოს სხდომის სრულფასოვან გამართვას, რაც გამორიცხავს ნებისმიერ სხვაგვარ ქმედებას. სანამ თავმჯდომარე არ იტყვის, რომ გიორგი გახარიას ახსნა -განმარტების ნაწილში სხდომა ამოწურულია, მას ექნება ჩვენთან ერთად ყოფნის ვალდებულება. თუ ვთანხმდებით ამაზე, რომ ამ მოთხოვნით და დათქმებით, რაც წერილში ჩაიწერება, რომ „უზრუნველყავით გამართული ჩართვა და პასუხი აგეთ იმაზე, რომ სანამ სხდომა არ ამოიწურება, მან უნდა მოიცალოს“ - 2 ივლისს ჩვენ გახარიას მოვუსმინოთ თბილისის დროით 16:00 საათზე, მივცეთ მას ჩართვის საშუალება. მოთხოვნა არის შემდეგი: „2 ივლისს, გთხოვთ ჩაერთოთ კომისიის წინაშე სხდომაზე და ეს სხდომა არ დატოვოთ მანამ, სანამ კომისია არ იტყვის, რომ ამოწურულია კითხვები და უზრუნველყავით გამართული დისტანციური მონაწილეობა“. „შეხვედრა მაქვს და გერმანელ სოციალისტს უნდა შევხდე“ - ეს ვერ იქნება არგუმენტი. გერმანელ სოციალისტებზე უფრო მაღლა დგას საქართველოს პარლამენტი, ეს როგორღაც ქართულმა ოპოზიციამ უნდა გაიგოს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, გიორგი გახარია ე.წ. ჩორჩანას საქმეზე განმეორებით გამოსაკითხად არის დაბარებული.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)