|
2025-06-30 12:24:13, 452 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - ახლა, ალბათ, ზურაბიშვილი დაიწყებს შიმშილობას, რომ შეწყვიტოს შიმშილობა ხოშტარიამ
იშიმშილო იმიტომ, რომ ვიღაცამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს, ასეთი რამ დედამიწის ზურგზე არ მომხდარა - ახლა ველოდებით, ალბათ, ზურაბიშვილი დაიწყებს შიმშილობას, რომ შეწყვიტოს შიმშილობა ხოშტარიამ, მერე მელია დაიწყებს და ასე ექნებათ სერიალი, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც შეაფასა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას განცხადება, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. მისი თქმით, ოპოზიციაში ერთმანეთს ულტიმატუმის ენით ესაუბრებიან. „ერთი საკითხია, რომ „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები ერთიანობაზე ვერ თანხმდებიან და მეორე საკითხია, როცა ერთმანეთის მიმართ ულტიმატუმის ენით საუბრობენ, თან ისეთი მკაცრი და რთული ფორმებით, როგორიცაა შიმშილობა. შიმშილობა არის პროტესტის უკიდურესი ფორმა და აქ საუბარია იდეალებზე, იმაზე, რომ შენ გდევნიან, რომ საჯაროდ მიაწოდო ვინმეს ხმა, ვინმემ მოგაქციოს ყურადღება. შიმშილობის არსი რა არის?! რომ ვინმემ ყურადღება მოგაქციოს და იშიმშილო იმიტომ, რომ ვიღაცა გაერთიანდეს და ერთიანი პოლიტიკური სპექტრი შექმნას, იშიმშილო იმიტომ, რომ ვიღაცამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს, ასეთი რამ დედამიწის ზურგზე არ მომხდარა. ახლა ველოდებით ალბათ, ზურაბიშვილი დაიწყებს შიმშილობას, რომ შეწყვიტოს შიმშილობა ხოშტარიამ, მერე მელია დაიწყებს შიმშილობას, რომ ზურაბიშვილს ეტყვის, შენ არ იშიმშილო იმიტომ, რომ მერე შიმშილობა შეწყვიტოს ხოშტარიამ და ასე ექნებათ სერიალი. ეს ჩვენ გავლილი კინო გვაქვს. ეს არის რეალობა, მათი სახე,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)