|
2025-06-28 15:52:58, 700 ნახვა
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია - შეუთავსებელია, მიზნად გქონდეს „ქოცების“ დამხობა და საკუთარ ჯანმრთელობას აზიანებდე
ერთმანეთთან შეუთავსებელია, მიზნად გქონდეს „ქოცების“ დამხობა და საკუთარ ჯანმრთელობას აზიანებდე, ვფიქრობ, გზა, რომლითაც მიზნამდე მიდიხარ, ამ მიზანს უნდა შეესაბამებოდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, ინდივიდუალურ გმირობას ადამიანს ვერ აუკრძალავ, რაც ყოველთვის ადამიანურ მღელვარებას იწვევს. „ერთმანეთთან შეუთავსებელი ორი რაღაც მგონია – ერთი, მიზნად გქონდეს „ქოცების“ დამხობა და მეორე, საკუთარ ჯანმრთელობას აზიანებდე. ვფიქრობ, გზა, რომლითაც მიზნამდე მიდიხარ, ამ მიზანს უნდა შეესაბამებოდეს. ეს არის ამ პრობლემაზე ლოგიკური მსჯელობა, თორემ, ისე, რასაკვირველია, ინდივიდუალურ გმირობას ადამიანს ვერ აუკრძალავ და ყოველთვის ეს ადამიანურ მღელვარებას იწვევს როგორც წესი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ. მისი თქმით, შიმშილობით რა შედეგი შეიძლება, მიიღოს ელენე ხოშტარიამ მედიამ „ქართულ ოცნებას“ უნდა ჰკითხოს. „არ ვიცი რა შედეგი შეიძლება, მიიღოს ელენე ხოშტარიამ, „ქართულ ოცნებას“ უნდა ჰკითხოთ. მე მაინც მგონია, რომ ერთის მხრივ, რეჟიმი გეგონოს რუსული, პუტინის მიერ მართვადი და თან რევოლუციას აპირებდე, გქონდეს ომედი, რომ ის ადამიანი შიმშილობის გამო შეწუხდება, საკუთარ მიზნებზე უარს იტყვის – ერთმანეთთან შეუსაბამოა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ. კითხვაზე, რევოლუციის გზა და ხელისუფლების დამხობა როგორ წარმოგიდგენიათ, იაგო ხვიჩია პასუხობს, რომ „სანამ რევოლუციურ კომიტეტში არ დამპატიჟებენ, არ დავიჯერებ, რომ ამ ქვეყანაში ვინმე რევოლუციას აწყობს“.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)