|
2025-06-28 15:11:34, 621 ნახვა
პოლიტიკა
ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები - მკაცრად ვგმობთ მამუკა ხაზარაძის, ოპოზიციის სხვა ლიდერების დაპატიმრებას
ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და საქართველოში ჰარვარდის კლუბის წევრები მკაცრად ვგმობთ ჩვენი კლუბის წევრის მამუკა ხაზარაძის, ოპოზიციის სხვა ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაპატიმრებას. მათი თქმით, ოპოზიციური ლიდერებისა და აქტივისტების დაპატიმრება პოლიტიკური ნიშნით დევნას წარმოადგენს, რომელიც შეუთავსებელია დემოკრატიულ ნორმებთან. „მამუკა ხაზარაძის, ოპოზიციის სხვა ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაპატიმრება აშკარად წარმოადგენს პოლიტიკური ნიშნით დევნას, სრულიად შეუთავსებელია დემოკრატიულ ნორმებთან და უმძიმესი შედეგების მომტანია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისათვის. პოლიტიკური ოპონენტებისა და თავისუფალი აზრის დევნა, სინდისის პატიმრების არსებობა ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ ემუქრება ჩვენი სამშობლოს მომავალს და თითოეული საქართველოს მოქალაქის თავისუფლებასა და კეთილდღეობას. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მამუკა ხაზარაძეს და სხვა ოპოზიციის ლიდერებს, ასევე უკლებლივ ყველა სინდისის პატიმარს, რომლებიც დაპატიმრებულნი არიან განსხვავებული აზრის გამო. მოვითხოვთ ყველა პოლიტიკური და სინდისის პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას”,- ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ საქართველოში ჰარვარდის კლუბის წევრები - დათო სიხარულიძე; ეკატერინე ეგუტია; გენო მალაზონია; გიორგი მუჩაიძე; ნათია ნაცვლიშვილი; მირიან ხაბურზანია; თამარ ჩუგოშვილი; მერი ჩაჩანიძე; სოფო ფანჯიკიძე; სოფო ტყემალაძე; ეკა გურეშიძე; ლუკა კალანდარიშვილი; გელა ბეჟუაშვილი; თამარ ღონღაძე; დავით ჩიკვაიძე; მარეხ ხმალაძე; ნანა ღიბრაძე; სიმონ ჯანაშია; ლელა ჩახაია; ია გელაშვილი; ნათია ანდღულაძე; თეა სიპრაშვილი; თეა გერგედავა; ანა ჯანელიძე; ანა ლაღიძე; გიორგი მჭედლიშვილი; მერი გაბაშვილი; არჩილ გიორგაძე; ირაკლი კილაურიძე; სოფო გორგოძე.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)