|
2016-03-19 15:10:32, 663 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტმა იმერეთის რეგიონში მოღვაწე მოქალაქეები ღირსების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა იმერეთის რეგიონში მოღვაწე მოქალაქეები ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ჯილდო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს ქუთაისში იმერეთის რეგიონში სხვდასხვა სფეროში მოწვაწეებს თავად გადასცა. ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ ვახტანგ მათიაშვილი საოპერო ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის, გუგული უგულავა, თეატრალური ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ლალი გურული, ახალგაზრდობის აღზრდა-განათლევისთვის შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობისთვის, ოთარ კიკვიძე ახალგაზრდობის აღზრდა-განათლევისთვის შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობისთვის, გოჩა ტოფაძე მოსახელობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვს, ლიანა იობიძე ჟურნალისტიკის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის. როგორც ჯილდოების გადაცემისას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ ადამიანების დაფესება, რომლებმაც შექმნეს ისტორია, დღესაც აჩენენ ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნისათვის და საკუთარი საქმიანობით მაგალითს აძლევენ ახალგაზრდობას. ამ ადამიანების ღვაწლი განუზომელია იმ სივრცეში, რომელშიც მოღვაწეობენ", -განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ იმერეთს გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)