|
2016-03-19 12:18:19, 604 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, ოთარ დანელიამ აკადემიის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო და სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. შეხვედრაზე მინისტრმა ხაზგასმით აღინიშნა, რომ სოფლის მეურნეობის დარგის ეფექტიანი განვითარებისთვის მეცნიერების ჩართულობა და ზოგადად, სამეცნიერო-კვლევითი მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, გურამ ალექსიძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი სოფლის მეურნეობის სამინიტროსა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის დარგობრივი განვითარების მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში მოხდება გამოცდილების გაზიარება, დარგობრივი პროგრამების განვითარება და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით აქტიური მუშაობა. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, გურამ ალექსიძის განცხადებით, სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობა უფრო ეფექტიანი გახდება და დარგის განვითარების მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდება. შეხვედრის დასასრულს, სოფლის მეურნეობის მინისტრმა მეცნიერებათა აკადემიის წევრებს ღვინის ეროვნული სააგენტოს ბაზაზე არსებული ღვინის მუზეუმი და ენოთეკა დაათვალიერებინა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)