|
2025-06-24 10:13:50, 1954 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა სუმის ოლქს დაარტყეს - არის მსხვერპლი
რუსულმა ძალებმა უკრაინის სუმის ოლქის ერთ-ერთ სოფელს დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი, მათ შორის 8 წლის ბიჭი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ გრიგოროვზე დაყრდნობით ავრცელებს. „გვაქვს ინფორმაცია სამი გარდაცვლილის შესახებ. მათ შორის 8 წლის ბიჭია. მისი ცხედარი დანგრეული სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ასევე დაიღუპნენ კაცი და ქალი“, - აღნიშნა ოლეგ გრიგოროვმა. მისივე თქმით, ნანგრევებიდან კიდევ სამი ადამიანი ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. „სახლები დაინგრა და დაზიანდა. დარტყმების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მაშველები, ექიმები და ყველა საჭირო სამსახური მუშაობს. ადამიანებს საჭირო დახმარება გაეწევა“, - აღნიშნა ოლეგ გრიგოროვმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)