08:42 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-19 21:24:44, 1313 ნახვა

პოლიტიკა
ხვალ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროცესები გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესები 20 ივნისს გაიმართება.

ბადრი ჯაფარიძის საქმის განხილვა 14:00 საათზე არის ჩანიშნული, ხოლო მამუკა ხაზარაძის 16:00 საათზე. კოალიციის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პროცესს ხაზარაძე და ჯაფარიძე არ დაესწრებიან.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის დაიბარეს, სადაც არ გამოცხადდნენ.

აღნიშნულის შემდეგ მათ ბრალი წაუყენეს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძეს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა. 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული ბადრი ჯაფარიძესაც, რაც მანაც კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics