23:07 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-19 17:13:19, 900 ნახვა

მსოფლიო
ნეთანიაჰუ ხამენეის მკვლელობის შესაძლებლობაზე - იმუნიტეტი არავის აქვს, შესაძლებლობები ღიაა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობა არ გამორიცხა და თქვა, რომ ისრაელის დარტყმებისგან "იმუნიტეტი არავის აქვს". ამის შესახებ მან ისაუბრა ბეერ-შევაში, სოროკას სამედიცინო ცენტრში ვიზიტის დროს. ეს საავადმყოფო აქამდე ირანულმა ბალისტიკურმა რაკეტამ დააზიანა და ხალხი დაშავდა.

"არავის აქვს იმუნიტეტი... ყველა შესაძლებლობა ღიაა... უმჯობესი იქნება, ამასთან დაკავშირებით მედიაში არ ვისაუბროთ." - თქვა ნეთანიაჰუმ.

ამას გარდა, ნეთანიაჰუმ კონფლიქტში აშშ-ს შესაძლო ჩართვაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის გადასაწყვეტია.

"ის გააკეთებს იმას, რაც კარგი იქნება ამერიკისთვის და მე გავაკეთებ იმას, რაც კარგი იქნება ისრაელისთვის." - თქვა ნეთანიაჰუმ და დაამატა, რომ ტრამპმა "თამაშის წესები იცის".

ისრაელის პრემიერმინისტრი ირწმუნება, რომ მის ქვეყანას, საჭიროების შემთხვევაში, მთელი მისიის შესრულება დამოუკიდებლადაც შეეძლება. 

"ოპერაციის დასასრულს ისრაელისთვის ბირთვული საფრთხე აღარ იარსებებს და აღარ იარსებებს ბალისტიკური საფრთხე." - თქვა ისრაელის პრემიერმა.

აქამდე ალი ხამენეის საჯაროდ დაემუქრა ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics