|
2016-03-18 19:18:52, 574 ნახვა
საზოგადოება
რეგიონებში "პაციენტის უფლებების" კვირეული იწყება
რეგიონებში "პაციენტის უფლებების" კვირეული იწყება. 24 მარტს სენაკში და 25 მარტს ზუგდიდში დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, "პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის" ჯგუფი ადგილობრივ მოსახლეობას, პედაგოგებს და ახალგაზრდებს შეხვდება. საუბარი შეეხება პაციენტის უფლებებს, სამედიცინო სერვისებთან დაკავშირებულ საკითხებს, "პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის" საქმიანობას და სხვა მნიშვნელოვან თემებს. აუდიტორია გაეცნობა ცხელი ხაზის რამდენიმეწლიანი მუშაობის განმავლობაში დაფიქსირებულ განსაკუთრებულ შემთხვევებს. ასევე მათ მიეწოდებათ ინფორმაცია, როგორ უნდა იმოქმედონ კლინიკებში არასათანადო სამედიცინო მომსახურებების მიღების დროს. ამასთან, ცხელი ხაზის ექსპერტები მოსახლეობას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან, როგორ უნდა ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვით გათვალისწინებული ფასდაკლებებით, რა ტიპის მკურნალობის თანადაფინანსებას ახორციელებს სახელმწიფო, როგორ ხდება ჩართვა სკრინინგ პროგრამებსა და ც-ჰეპატიტის სამკურნალო სახელმწიფო პროგრამაში. რეგიონებში შეხვედრებისას დარიგდება "პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის" ბუკლეტები, სამახსოვრო ნივთები და გაიკვრება პლაკატები. ჩამოთვლილი აქტივობები გაშუქდება ადგილობრივი მედიის საშუალებით. მსგავსი ტიპის შეხვერები "პაციენტის უფლებების კვირეულის“ ფარგლებში იმართება, რომლის კულმინაციაც იქნება "პაციენტისა და ექიმის" დღის აღნიშვნა შემოდგომაზე. აღნიშნული დღე საქართველოში პირველად, თბილისში, შემოდგომაზე გაიმართება. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)