|
2025-06-18 09:45:55, 626 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის პოზიციის გამო, G7-მა უკრაინასთან დაკავშირებით განცხადება არ მიიღო
დიდი შვიდეულის სამიტი აშშ-ის პოზიციის გამო უკრაინაში ომთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადების გარეშე დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი და CBC News-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ. კანადის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ კანადა, რომელიც წელს G7-ის თავმჯდომარე ქვეყანაა, იძულებული გახდა უარი ეთქვა მკაცრი განცხადების გაკეთების გეგმებზე მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ფორმულირება გააპროტესტა. კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი გეგმავს G7-ის თავმჯდომარეობის სახელით ცალკე განცხადების გამოქვეყნებას, რომელშიც რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციები იქნება დაწესებული და აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი სამშვიდობო ინიციატივები მხარდაჭერილი იქნება. შედეგად, მიღებულ იქნა ექვსი ცალკეული განცხადება, თუმცა უკრაინის საკითხი კონსოლიდირებული პოზიციის გარეშე დარჩა. „როიტერის“ ცნობით, ევროპელმა დიპლომატებმა სცადეს დონალდ ტრამპის დარწმუნება, რომელმაც ადრე ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერა გამოხატა, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღების აუცილებლობაში. წყაროების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა ზეწოლის გაზრდის იდეით ინტერესი გამოთქვა, არანაირი დაპირება არ გასცა. სამიტს დაესწრო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც კანადისგან ახალ დახმარებას მიიღებს, თუმცა მას არ შეეძლება დაეყრდნოს G7-ის კოლექტიურ განცხადებას ან ტრამპთან ორმხრივ შეხვედრას. CBC News აღნიშნავს, რომ G7-ის შვიდი ლიდერიდან ექვსი მზად იყო მხარი დაეჭირა რუსეთის მიმართ მკაცრი ენისთვის, თუმცა აშშ დაჟინებით მოითხოვდა ტექსტის შერბილებას, რადგან ეშინოდა, რომ ეს უარყოფითად იმოქმედებდა შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)