20:19 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-18 13:00:20, 499 ნახვა

საზოგადოება
შვედეთის დეგელაცია საზოგადოებრივი ცენტრის მუშაობას გაეცნო

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვედეთის საელჩოს წარმომადგენლებმა გომის საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულეს.

სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ისინი საზოგადოებრივი ცენტრის მუშაობასა და ელექტრონული მმართველობის ძირითად პრინციპებს გაეცნენ.

სტუმრებს უმასპინძლეს საზოგადოებრივი პროექტის - ”ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში” - დირექტორმა მარიამ ძაგნიძემ და საერთაშორისო ურთიერთობებისა და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სამსახურის უფროსმა ელენე რომელაშვილმა.

საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფციის გაცნობის შემდეგ სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია იმ მრავალფეროვანი სერვისების შესახებ, რომლებსაც გომის საზოგადოებრივი ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობს. ამავე შეხვედრაზე განიხილეს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (sida) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტიც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
თსუ-სთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
პრეზიდენტი მატარელა: იტალია ყურადღებით აკვირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics