|
2025-06-12 10:10:55, 989 ნახვა
სამართალი
21 წლის მათე დევიძის საქმეზე დღეს, შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 21 წლის მათე დევიძის საქმეზე დღეს შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზე დანიშნული. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. უცნობია, ისარგებლებს თუ არა ბრალდებული მათე დევიძე საბოლოო სიტყვით. აღნიშნული საკითხების გავლის შემდეგ, მოსამართლე სათათბიროდ განაჩენის გამოსატანად გავა. სხდომის პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტებსა და ბრალდებულის მხარდამჭერებს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრება აქვთ დაანონსებული. მათე დევიძის საქმეში დაზარალებულის სტატუსი სამ პოლიციელს - ბიძინა ჟამერაშვილს, ლევან კოდალაშვილს და გიორგი ესტატიშვილს აქვს. კერძოდ კი, პროკურატურის მტკიცებით, მათ ბრალდებულმა დროშის ტარი ჩაარტყა. ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)