|
2025-06-11 19:00:29, 986 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა საკანონმდებლო პაკეტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" პირველი მოსმენით განიხილა და 83 ხმით მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რასაც კანონპროექტი შემოიღებს, ეს არის შინაური ბინადარი ცხოველების საყოველთაო იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ვალდებულება, რაც გარანტია სამომავლოდ ქუჩაში ძაღლის გაგდების პრევენციისა", - განაცხადა მაია ბითაძემ. მისივე თქმით, კანონპროექტით სავალდებულო გახდება კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაცია, თუმცა, იქნება საგამონაკლისო შემთხვევებიც. ასევე, აიკრძალება ძაღლების უკონტროლო გამრავლება, ხოლო გამრავლების უფლება ექნება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ საშენს. გარდა ზემოხსენებულისა, „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ'' საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს ცხოველთა ჰიპერპოპულაციის მართვისათვის საპრევენციო ღონისძიებას, კერძოდ, მთავრობის უფლებამოსილებას, გამოაცხადოს მორატორიუმი გარკვეული ჯიშის ძაღლების გამრავლებაზე. კანონპროექტით, ასევე, იკრძალება ცხოველის მიტოვება, მკაცრდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობისათვის, იქმნება მართვის ერთიანი ელექტრონული ბაზა და ინერგება მართვის მრავალი ახალი ინსტრუმენტი.
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზი - ინფლაცია გასულ წელს გაიზარდა სურსათის ფასების ზრდისა და მოთხოვნის ზეწოლის გამო და 2026 წელსაც მაღალი დარჩება
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, ინვესტიციების ზრდა, შემცირებული დარჩება შიდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებულ გაზრდილ გაურკვევლობის გამო
თუ საზღვარგარეთ განათლების მიღება გსურთ, დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)