|
2025-06-11 17:41:19, 1025 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე - უნგრეთთან თანამშრომლობას კონკრეტული შედეგები მოჰყვება, რომელსაც თითოეული მოქალაქე იგრძნობს
„უნგრეთთან თანამშრომლობას კონკრეტული შედეგები მოჰყვება, რომელსაც თითოეული მოქალაქე იგრძნობს“, - აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ უნგრეთში ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უნგრულ მხარესთან, გამოცდილების გაზიარება მომავალში ორივე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისა და სოციალური მიმართულებების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. “დღეს, საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის, რაც შეიძლება მეტად ინტენსიფიკაცია, იმისთვის, რომ ორმხრივად საინტერესო შესაძლებლობები, უფრო კარგად წარმოჩინდეს და რაც შეიძლება სწრაფად მოჰყვეს ამას კონკრეტული შედეგები, რომელსაც თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე იგრძნობს . უნგრეთს აქვს მართლაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, როგორც ფარმაცევტიკის მიმართულებით, ისე სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარება იქნება ერთმნიშვნელოვნად სასარგებლო, როგორც საუნივერსიტეტო მიმართულებით, ისე ფარმაცევტიკის მიმართულებით. ასევე, განსაკუთრებით საინტერესოა, ტრანსპლანტაციის მიმართულებით. ბევრი ეს თემა იქნა მიმოხილული ორმხრივი შეხვედრის დროს. უნგრულმა მხარემ არაჩვეულებრივი მასპინძლობა აჩვენა. ყველა სექტორული მიმართულებით ეს ჩარჩო, ანუ მემორანდუმის არსებობა არის გზამკვლევი, რომელიც ნებისმიერი კარის გაღებას ამარტივებს. აღნიშნული, ძალიან სასარგებლოა და საინტერესოა. ეს სამომავლო განვითარების ერთ ერთი მთავარი არხია ქვეყნისთვის. ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში, ყველა სექტორული მიმართულებით მემორანდუმის არსებობა არის გზამკვლევი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. ჯანდაცვის მინისტრი ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, უნგრეთ-საქართველოს მეორე მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზი - ინფლაცია გასულ წელს გაიზარდა სურსათის ფასების ზრდისა და მოთხოვნის ზეწოლის გამო და 2026 წელსაც მაღალი დარჩება
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, ინვესტიციების ზრდა, შემცირებული დარჩება შიდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებულ გაზრდილ გაურკვევლობის გამო
თუ საზღვარგარეთ განათლების მიღება გსურთ, დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)