13:57 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-09 15:45:02, 719 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პარლამენტები მეგობრობის ჯგუფში არ შემოვიდნენ

შალვა პაპუაშვილის თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნების პარლამენტებთან შექმნილი სამუშაო მეგობრობის ჯგუფის შემადგენლობაში ყოფნა ამ სამი ქვეყნის წარმომადგენლებმა არ ისურვეს. 

პაპუაშვილი მოუწოდებს ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებს, დაუბრუნდნენ მეგობრობის ფორმატს და უარი თქვან არამეგობრულ ნაბიჯებზე ქართველი ხალხის მიმართ. 

"პარლამენტის დადგენილებით შევქმენით სამუშაო ჯგუფები, მათ შორის შექმნილია სამუშაო ჯგუფი ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პარლამენტთან, თუმცა შემადგენლობაში ყოფნა ჯერჯერობით არავინ ისურვა. რა თქმა უნდა, ეს განპირობებულია ამ სამი ქვეყნის პარლამენტის არამეგობრული პოლიტიკით ქართველი ხალხის მიმართ. იმედი გვაქვს, რომ ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პარლამენტები დაუბრუნდებიან ქართველი ხალხის მიმართ მეგობრულ პოლიტიკას. ეს მოგვცემს შესაძლებლობას პარლამენტის წევრებსაც, დაკომპლექტდეს მეგობრობის ჯგუფები" - ამბობს პაპუაშვილი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics