03:20 - 23 May, 2026
|
2025-06-09 14:34:11, 1895 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთმა უკრაინის ერთ-ერთ ოპერატიულ აეროდრომს დაარტყა
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ წუხელ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კომბინირებული დარტყმა განახორციელა, მტრის მთავარი სამიზნე უკრაინის ერთ-ერთი აეროდრომი იყო, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იური იგნატმა განაცხადა. მისი თქმით, რუსებმა ათობით რაკეტა და ასობით დრონი გაუშვეს. „მასშტაბური დარტყმა. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, რაც რუსეთმა ბოლო დროს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განახორციელა. მთავარი დარტყმა მიმართული იყო ერთ-ერთი ოპერატიული აეროდრომისკენ, მას მოწინააღდეგე დაესხა თავს“, - აღნიშნა იგნატმა. მას არ დაუკონკრეტებია, რომელ აეროდრომს გულისხმობდა. თუმცა, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუბარია ქალაქ დუბნოში მდებარე ავიაბაზაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)