15:42 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-05 12:16:52, 624 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - კახა კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოზიციაზე უალტერნატივოა

კახა კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოზიციაზე ჩემი აზრით აბსოლუტურად უალტერნატივოა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე პოზიცია არაერთგზის დააფიქსირა.

„კახა კალაძე არის უალტერნატივო თბილისის მერის პოზიციაზე. ეს არის ჩემი ძალიან მკაფიო აზრი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა გიორგი გაბიტაშვილის გენერალურ აუდიტორად წარდგენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, გიორგი გაბიტაშვილი ღირსეული კაცია და სწორედ ამიტომ, პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ, ის დაიკავებს ძალიან მაღალ თანამდებობას  და ქვეყნის გენერალური აუდიტორი გახდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics